პროექტის შესახებ

''სი ზოუნის'' საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ბათუმის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა უბანში, კურორტ მახინჯაურის ტერიტორიაზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ახლოს მიმდინარეობს. საცხოვრებელ კომპლექსში ყველანაირი პირობაა შექმნილი, როგორც ცხოვრებისთვის, ისე დასვენებისთვის.  სურვილის შემთხვევაში მარტივად შეგიძლიათ შეძენილი ბინის გაქირავება და დამატებითი შემოსავლის მიღება.

რატომ „სი ზოუნი'

  • ზღვის პირველი ზოლი
  • ეკოლოგიურად სუფთა გარემო
  • ბოტანიკურ ბაღთან სიახლოვე
  • მაღალი ხარისხის მშენებლობა
  • კომფორტული ინფრასტრუქტურა და სერვისები
  • დაცული და უსაფრთხო გარემო
  • შშმ პირებზე ადაპტირებული გარემო
  • გონივრული ფასები

Sea Zone

პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და საინვესტიციო კომპლექსი ბათუმში, ზღვიდან 50 მეტრში, ულამაზესი პანორამული ხედებით ზღვასა და მთებზე.

12-თვიანი 0% განვადება

სართულების რაოდენობა: 10

აპარტამენტები: 36 კვ.მ-დან

სერვისები:

  • ბინის გაქირავება
  • დალაგება-დასუფთავება
  • საცხოვრებელი კომპლექსის მართვა

ინფრასტრქუტურა:

  • კომერციული ფართები
  • სრულად დაცული სახანძრო უსაფრთხოება
  • ვიდეო კამერები სახლის პერიმეტრზე
  • თანამედროვე სტანდარტების ლიფტი
  • ღია და დახურული პარკინგი
  • ბავშვთა გასართობი მოედანი
  • კეთილმოწყობილი, გამწვანებული ეზო

რატომ ბათუმი?

  • WORLD TRAVEL AWARD-ის მიხედვით 2019-2020 წლების ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულება
  • 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდური ტურისტული დანიშნულების ადგილი AIRBNB-ის მიხედვით
  • ''FORBES''-ის მიხედვით ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის 2020 წლისთვის

ადგილმდებარეობის შესახებ

''სი ზოუნის'' ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა გამორჩეული, ეკოლოგიურად სუფთა ადგილმდებარეობაა. საცხოვრებელი კომპლექსი კურორტ მახინჯაურის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ არსებული მინერალური წყლებისა და კლიმატური პირობების წყალობით XX საუკუნის დასაწყისიდან მახინჯაურს აქტიურად იყენებენ, როგორც კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტს. საცხოვრებლის სიახლოვეს ასევე მდებარეობს ბათუმის ბოტანიკური ბაღი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპლექსის წინ არსებული საბანაო ზოლი სუფთა ზღვის წყლით გამოირჩევა. ბათუმის ისტორიული ცენტრი კი სულ რაღაც 5 წუთის სავალზეა საცხოვრებელი კომპლექსიდან.